საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს.
„გულწრფელად ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას. ვუსურვებ მას წარმატებებს, ხოლო ჩვენს მეგობარ სომეხ ხალხს კი კეთილდღეობას“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.
კომენტარები