ათენში, საბერძნეთის პარლამენტთან მომხდარი არეულობების შედეგად, ათი პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.
არეულობა ანარქისტების ჯგუფმა სინტაგმას მოედანზე მიტინგის დროს მოაწყო, რომელიც მოსახლეობამ საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად გამართა, რომელმაც სკოპიესთან შეთანხმება გააფორმა. ანარქისტები, რომლებსაც აირწინაღები ეკეთათ, პოლიციელებს საღებავები და ქვები დაუშინეს, რის საპასუხოდაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მომიტინგეების განცხადებით, პოლიციამ გაზი განუსაზღვრელი რაოდენობით გამოიყენა, რის შედეგადაც ბავშვები დაზარალდნენ.
საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დაახლოებით, 60 ათასი ადამიანი გამოვიდა, რაც გაცილებით ნაკლებია იმ რიცხვზე, რამდენის გამოსვლასაც ორგანიზატორები ვარაუდობდნენ.