შეზღუდული დაფინანსების მიუხედავად, ნიუ-იორკის სპეცსამსახურმა მასშტაბური ტერაქტები აღკვეთა. ძალოვანებმა თავდასხმების მომზადებაში ეჭვმიტანილი 4 ადამიანი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ისინი მუსლიმურ დასახლებაზე – ისლამბერგზეთავდასხმას გეგმავდნენ. ყველა დაკავებული 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდაა. მათი გეგმის შესახებ ძალოვანებმა შემთხვევით შეიტყვეს.
პოლიციისთვის დაკავებული მოზარდის და მისი თანაკლასელის საეჭვო საუბრის შინაარსი გახდა ცნობილი. ძალოვანებმა ორივე თინეიჯერი დაკითხეს და მუსლიმების წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ შეიტყვეს.
ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციის დროს პოლიციამ სამი ხელნაკეთი ბომბი და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალები ამოიღო.
კომენტარები