მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ქერჩის სრუტეში, სადაც ორი ხომალდი იწვის.
ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ ორ გემს ცეცხლი ღია ზღვაში გაუჩნდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, აალება იმ დროს მოხდა, როდესაც საწვავის ერთი ტანკერიდან მეორეზე საწვავის გადატვირთვა მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, ხომალდების ბორტებზე 32 ადამიანი იმყოფებოდა. ეკიპაჟის წევრები ინდოეთისა და თურქეთის მოქალაქეები არიან. ხანძარს 14 მეზღვაური გადაურჩა. მაშველებმა წყლიდან 11 ცხედარი ამოიყვანეს. ეკიპაჟების 9 წევრი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ძებნის ოპერაციაში ათობით სამაშველო ჯგუფი და ავიაცია არის ჩართული.
კომენტარები