კუბას ძლიერმა ტორნადომ გადაუარა. სტიქია ჰავანას დაატყდა თავს და ქალაქი მნიშვნელოვნად დააზარალა.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 3 ადამიანი, 170-ზე მეტ დაშავებულს კი საავადმყოფოებში მკურნალობენ. სამაშველო ჯგუფების ცნობით, ტორნადომ მნიშვნელოვნად დააზარალა ჰავანას სამრეწველო ზონა. აქ სტიქიამ შენობებს სახურავები გადახადა და ქუჩაზე გაჩერებული მანქანები გაიტაცა. რეგიონში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მეტეოროლოგები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. სინოპტიკოსების პროგნოზით ცენტრალურ რეგიონში ტემპერატურის ვარდნა, ძლიერი ქარი და გადაუღებელი წვიმაა მოსალოდნელი.
კომენტარები