დონალდ ტრამპმა ხუან გუაიდოს მიერ ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის პოსტის დაკავების ფაქტს ისტორიული უწოდა.
შეერთებული შტატები პრეზიდენტმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ გუაიდოსთან სატელეფონი საუბარში მან დემოკრატიის დაბრუნებისთვის ბრძოლაში ვენესუელას მხარდაჭერა გამოუცხადა.
კარაკასში კი ანტისამთავრობო აქციები განახლდა. ოპოზიცია არმიას ხალხის მხარეზე გადასვლისკენ მოუწოდებს. საიდუმლო შეხვედრა გაიმართა ოპოზიციის წევრებსა და ქვეყნის შეირაღებული ძალების წარმომადგენლებს შორის. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია ვენესუელაში უცხოელი ჟურნალისტების დაკავების შესახებ. ნიკოლას მადუროს განცხადებით, ის არ დაემორჩილება სხვა ქვეყნების შანტაჟს და რიგგარეშე არჩევნების დანიშნავს არ გეგმავს.
კომენტარები