მეგან მარკლი ლონდონის თეატრში მსახიობებს შეხვდა. პრინც ჰარის მეუღლე, რომელიც პირველ შვილს ელოდება, შექსპირის ერთ-ერთი პიესის რეპეტიციას დაესწრო.
ლონდონის ეროვნულ თეატრს პატრონაჟს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი უწევს. 37 წლის მეგან მარკლმა მსახიობის კარიერა თეატრში როლების შესრულებით დაიწყო, თუმცა პოპულარულობა ტელესერიალებში თამაშმა მოუტანა.
		კომენტარები
		
			    				    	
					