ტაივანის თემატურ პარკში მსოფლიოს ერთ-ერთ საშიშ ატრაქციონზე, ამერიკულ მთებზე მაღალ სიმაღლეზე ჩარჩნენ. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
20 ტურისტი ტაიჯუნის პარკში Gravity Max-ზე შევიდა. ამ ატრაქციონის ყველაზე მაღალი წერტილი 50 მეტრზეა. როცა მატარებელი ეკიდება, მგზავრები პირით მიწისკენ არიან. შემდეგ მატარებელი მკვეთრად ვარდება თითქმის მიწის ზედაპირამდე, შემდეგ კი მოძრაობას ჰორიზონტალურად აგრძელებს.
ამჯერად, მატარებელი სწორედ იმ დროს გაჩერდა, როდესაც ტურისტები დაკიდებულები იყვნენ და ამ მდგმარეობაში მათ ნახევარი საათი დაყვეს.
პარკის დირექტორი აცხადებს, რომ ტურისტების გათავისუფლების შემდეგ ინჟინრებმა დაათვალიერეს ატრაქციონი და 20 წუთში ისევ გახსნეს. მისი თქმით, ასეთი რამ მექანიზმს შიძლება დაემართოს ძლიერი ქარის, წვიმის, ან ნისლის დროს. ის ირწმუნება, რომ ინციდენტის დროსაც კი, ტურისტები 100%-ით დაცლები იყვნენ.