კაბო-ვერდეს პოლიციამ პრაიას პორტში გემზე რუსეთის 11 მოქალაქე დააკავა და 10 ტონა კოკაინი ამოიღო.
სამართალდამცველებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი დედაქალაქ პრაიას პორტში ორი დღის წინ დააკავეს. ბორტზე, თითქმის, 10 ტონა კოკაინი აღმოჩნდა, რომლის ღირებულებაც შავ ბაზარზე მილიარდნახევარ დოლარს აღემატება.
პოლიციამ ეკიპაჟის 11-ვე წევრი დააკავა. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
ხომალდი პანამიდან მაროკოში მიემგზავრებოდა, თუმცა, ერთ-ერთი მეზღვაურის გარდაცვალების გამო, პაბო ვერდეს პორტში გაჩერება მოუწია.
კომენტარები