შეერთებულ შტატებში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა. მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი კალიფორნიის შტატში, ერთ-ერთ ქალაქში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამოვარდა.
დაიღუპა 2 ადამიანი, 2 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობია თვითმფრინავის პილოტისა და ბორტზე მყოფი რამდენიმე მგზავრის ბედი.
კატასტროფის შედეგად სახლს ცეცხლი წაეკიდა. ადგილზე სამაშველო სამსახურები და სახანძრო ბრიგადები მუშაობენ.
კომენტარები