ჰაიტიზე პრეზიდენტ ჯოვენელ მოიზის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. მომიტინგეები ამჯერად ქვეყნის მოკავშირის, აშშ-ს წინააღმდეგ გამოვიდნენ. ისინი კრიზისის დასაძლევად დახმარებას მოსკოვს, კარაკასს და პეკინს სთხოვენ.
Le Journal de Montreal-ის ცნობით, .აქციის მონაწილეებმა დემონსტრაციულად აშშ-ის დროშაც დაწვეს, რა დროსაც სკანდირებდნენ:: „ძირს ამერიკა! გაუმარჯოს პუტინს!“.
დემონსტრანტები პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის „ამერიკის ლაქიად“ მოიხსენიებენ.
„ჩვენ გვსურს ამერიკასთან ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტა, საკმარისია აშშ-ის ოკუპაცია, ასე ვეღარ გავაგრძელებთ!“,- განუცხადა მედიას ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრონსონ საულიმ.
ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს და მინისტრებს კორუფციაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, 2008 წლის შემდეგ, ვენესუელისაგან ქვეყნის განვითარებისათვის აღებულ ვალს ყოფილი მინისტრები ითვისებენ და ამაში მოქმედი პრეზიდენტიც მონაწილეობს.
უცხოური მედია იუწყება, რომ ადგილობრივ პოლიციას მომიტინგეთა დასაშლელად ამჯერადაც მოუხდა ცრემლსადენი გაზის გამოყენება.
დედაქალაქ პორტ-ო-პრენსსა და სხვა ქალაქებში პარალელური აქციები თითქმის 10 დღეა მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, შეტაკებებს სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა, 14 სამართალდამცველი კი, დაიჭრა.
ერთ-ერთი მომიტინგე, ახალგაზრდა მამაკაცი პორტ-ო-პრენსში, პრეზიდენტის სასახლიდან რამდენიმე მეტრში მოკლეს.
დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, ჟოვენელ მოიზი ქვეყნის პირველი პირის პოსტის დაკავებას არ აპირებს. მისი მცდელობები, აქციები ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკების გზით შეეჩერებინა, ამ დრომდე უშედეგო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ჰაიტი კარიბის ზღვის რეგიონში ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. მოსახლეობის 60%-ზე მეტს დღეში 2$-ზე ნაკლები შემოსავალი აქვს.
„კარიბის ზღვის“ მომიტინგეები: „ძირს ამერიკა! გაუმარჯოს პუტინს!“
2019/02/17 20:40:39

კომენტარები
ნანახია: 663 ჯერ