ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე იხუმრა.
ბრიუსელში, ტერეზა მეისთან შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟან კლოდ იუნკერმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ლეიკოპლასტირი მის სახეზე გაპარსვის დროს მიღებულ ჭრილობას ფარავდა და იარა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს არ მიუყენებია.
ტერეზა მეი ბრიუსელში ევროკავშირთან ბრექსითის სტრატეგიაზე დამატებითი კონსენსუსის მიღების მიზნით ჩავიდა. ხელსაყრელი გარიგებისთვის ოფიციალურ ლონდონს ერთი თვეზე ნაკლები რჩება.
კომენტარები