საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით, ნაჩქარევი არ იყო.
ქანთარიას განცხადებით, ეკა ბესელიამ თავის გადაწყვეტილებაზე დიდი ხნის განმავლობაში იფიქრა.
„ეკა ბესელიას განცხადება ნაუცბათევი არ იყო. საქმე ისე არ არის, რომ ხუთი წავიდა და არაუშავს – არასწორია. 15 დეპუტატის წასვლა უკვე ცუდია. წონაზეა დამოკიდებული, ვინ არის და რას წარმოადგენს. გამყოლად არ გამოვდგები, მაგრამ პრინციპული საკითხებია, რომლის გადაწყვეტაც აუცილებლად უნდა მოხდეს. თუ გუნდის გადაწყობა არ მოხდა, შენჯღრევა გაგრძელდება“,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ, დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვა დატოვა.
კომენტარები