უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავალი“ მნიშვნელოვანი კანონპროექტების მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. როგორც პარტიაში აცხადებენ, ეს ის კანონპროექტებია, რომლებიც საქართველოს რიგითი მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ.
ორგანიზაციამ 6 კანონპროექტი მოამზადა, რომლებმაც ქართული საზოგადოებისთვის არაერთი აქტუალური და სერიოზული პრობლემა უნდა გადაწყვიტონ:
- კანონპროექტი პარლამენტიდან იმ დეპუტატების გამოწვევაზე, რომლებიც არჩევნების დროს გაცებულ დაპირებებს არ ასრულებენ.
- კანონპროექტი ონლაინ სამორინეების აკრძალვის შესახებ.
- კანონპროექტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ კრედიტების გაცემის აკრძალვის შესახებ.
- კანონპროექტი კრედიტების გადაუხდელობის გამო ერთადერთი საცხოვრებლიდან მოქალაქეების გამოსახლების აკრძალვის შესახებ.
- კანონპროექტი შავი ზღვის აკვატორიისა და აჭარელი მეთევზეების უფლებების დაცვის შესახებ.
- კანონპროექტი გლეხებისათვის სასოფლო–სამეურნეო მიწების უფასოდ გადაცემის შესახებ.
იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა თითოეული ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა მოახდინოს, 30 000 ხელმოწერის შეგროვებაა აუცილებელი.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავალი“ მოუწოდებს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც ქვეყნის ბედი აღელვებს, მხარი დაუჭიროს ამ კანონპროექტებს.
ხელმოწერების შეგროვების საკითხებთან დაკავშირებით უფლებადამცველი ორგანიზაცია გთხოვთ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე: ტელ: (032) 239-22-11 ან (551) 39-22-11. ელექტრონული მისამართი: listgeorgianfuture@gmail.com