აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამის შესახებ ერაყის ექს პრემიერმინისტრმა ნური ალ-მალიქმა ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.
პოლიტიკოსის თქმით, ვაშინგტონის გადაწყვეტილებებმა ხელი შეუწყო იმას, რომ ტერორისტული დაჯგუფებამ ერაყის მნიშვნელოვანი ტერიტორია ხელში ჩაიგდო.
ალ-მალიქის თქმით, ერაყის მთავრობამ აშშ-ს ტერორისტების პოზიციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა იერიშის მისატანად მათ ავიაცია არ ჰყოფნიდათ.
ექს პრემიერის თქმით, ერაყმა საჰაერო დამხმარებისთვის აშშ-ს მიმართა, რაზეც უარი უთხრეს და შესთავაზეს, რომ დახმარება იორდანიისთვის ეთხოვათ.
ნური ალ-მალიქი პრემიერმინისტრის პოსტს 2006-დან 2014 წლამდე იკავებდა.
იმედინიუსი
კომენტარები