საქართველომ უნდა მიიღოს ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ ვგულისხმობთ ამ სიტყვებს პირდაპირი გაგებით, დაუყოვნებლივ და არა ბრიუსელის გაგებით – დაუყოვნებლივ, ანუ თვეების მერე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ „ამბასადორიალი 2016“-ზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“რაც შეეხება გაფართოებას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის გაფართოება აბსოლუტურად აუცილებელია, თუმცა ევროკავშირში ფიქრობენ, რომ ეს ცუდი აზრია, რადგან ჩვენ ახლა გვაქვს პრობლემები და სჯობს, ჩაკეტილები ვიყოთ. უნგრეთის პოზიცია, რომ ახლა სწორედ სათანადო დროა, უფრო შემოქმედებითად მივუდგეთ საკითხს და მოვიზიდოთ მეტი წევრები, რადგან რაც უფრო მეტი ვართ, უფრო ძლიერები ვართ. ჩვენი პოზიცია ასეთია, არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ ნატო-სთან მიმართებაშიც. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის პრეზიდენტი როცა განცხადებას აკეთებს, რომ არ იქნება გაფართოება უახლოეს წლებში, დევიდ ქემერონი და ვიქტორ ორბანი იყვნენ, ვინც წინააღმდეგ მისცეს ხმა მისი პრეზიდენტობის და ჩვენი პოზიცია სწორი იყო”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, თვითონ ევროკავშირის ინსტიტუტებმა დასკვნა ვერ გააკეთეს თავისი მუშაობიდან.
„ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ უნდა გავფართოვდეთ, რაც შეიძლება მალე. უნგრელებს გვეუბნებიან, რომ თითქოს პრორუსულად ვიქცევით და უფრო მეტი დაბრკოლება უნდა შევუქმნათ რუსულ პროპაგანდას, მაგრამ ნახეთ თვითონ ევროკავშირის რას აკეთებს, როდესაც აყოვნებს ამ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს? მეორე მხრივ, ეს საფრთხეს უქმნის თავად ევროკავშირის სანდოობას. საქართველომ უნდა მიიღოს ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ ვგულისხმობთ ამ სიტყვებს პირდაპირი გაგებით, დაუყოვნებლივ და არა ბრიუსელის გაგებით – დაუყოვნებლივ, ანუ თვეების მერე”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ნატო-ს პიტერ სიიარტოს მიაჩნია, რომ რაც უფრო იქნება ნატო-ს წევრი, უსაფრთხოება უფრო დაცული იქნება.