ვიეტნამის დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის გაფართოებული სამიტი დასრულდა. როგორც BBC იუწყება, მხარეებმა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ტრამპმა და კიმმა სასტუმრო, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, უკვე დატოვეს. თეთრი სახლის განცხადებით, დაგეგმილზე ადრე დასრულდა.
შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ მათ არ ეჩქარებათ, მთავარია, კარგ შეთანხმებას მიაღწიონ.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმაც იმედი გამოთქვა, რომ სამიტი კარგი შედეგით დასრულდებოდა. კიმ ჩენ ინმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ის მზად იყო ბირთვულ იარაღზე უარი ეთქვა. მედიაში იყო მოლოდინი, რომ მხარეებს შორის დღეს შეთანხმება გაფორმდებოდა, თუმცა როგორ წარიმათება ახლა მოვლენები ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები