საბერძნეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. კუნძულ კრეტაზე გადაუღებელ წვიმების შედეგად მდინარეები ადიდდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 1 ადამიანი, მაშველები რამდენიმე დაკარგულს ეძებენ.
სტიქიას რეგიონში ნგრევაც მოჰყვა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ადიდებულმა მდინარემ 111 წლის წინ აშენებული ხიდი დაანგრია, რომელიც რეგიონის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა.
კომენტარები