ტაილანდში მძინარე ქალს პითონმა უკბინა. სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შემთხვევა ბანგკოკში მოხდა. 75 წლის კაევ სადსოფას თავის საძინებელში ეძინა. პითონი ოთახში მილიდან მოხვდა.
კადრებში ჩანს პითონი, რომელიც მძინარე ქალს ფეხზე კბენს. სადსოფამ ტკივილისგან გაიღვიძა და გველი დაინახა, შემდეგ კი დასახმარებლად თავის შვილს დაუძახა.
კაცმა სამაშველოში დარეკა. მათ პითონი აბაზანაში იპოვეს, რის შემდეგაც დაიჭირეს.
კომენტარები