უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სკანდალში გაეხვა. ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ქალაქ ალექსანდრიაში ადგილობრივმა მცხოვრებმა ქალმა ის სილის გაწვნაში დაადანაშაულა. ინციდენტი პოროშენკოს მიმართვის დასრულების შემდეგ მოხდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მომხდარის ამსახველი კადრები კი ინტერნეტში გავრცელდა. სცენიდან ჩასულ პრეზიდენტს ქალმა ვიდეობლოგერის დაკავების შესახებ ჰკითხა. პასუხად პოროშენკომ მას სახელი და გვარი ასევე საცხოვრებელი მისამართი ჰკითხა და სახეზე ხელით შეეხო, რაც ქალმა სილის გარტყმად აღიქვა.
მისივე განმარტებით, ის პოლიტიკური ნიშნით დევნის ობიექტი გახდა.
კომენტარები