ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ბირთვული იარაღით აღჭურვილ ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკური მომავალი არ აქვს. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.
ტრამპის თქმით, ფხენიანთან ურთიერთობები გაძლიერდება და თუ ხელშეკრულების გაფორმებას დათანხმდება, ბრწყინვალე მომავალი ექნება.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტს ვიეტნამის დედაქალაქმა უმასპინძლა. აუდიენცია 27-28 თებერვალს გაიმართა. ჰანოიში გამართულ სამიტზე ლიდერებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სამიტის მიზანი ფხენიანის მხრიდან ბირთვული იარაღის დათმობა იყო, რის შემდეგაც შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთ კორეისთვის ეკონომიკური სანქციები უნდა მოეხსნა.
კომენტარები