სირიის მეამბოხე ძალები შეტევაზე გადავიდნენ და ერაყის მოსაზღვრე რეგიონში ბაგ-ჰუზის დასახლებაზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ. მდინარე ეფრატისსანაპიროზე მდებარე სოფელი ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბოლო ტერიტორიაა. ბრძოლები იქ უკვე 18 საათია მიმდინარეობს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ცნობილია, რომ შეტევის დაწყებამდე მეამბოხე ძალებმა მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს. ექსპერტების თქმით, სოფელ ბაგ-ჰუზზე კონტროლის აღება ისლამურ სახელმწიფოსთან 4 წლიან ბრძოლას დაასრულებს. რუსეთში კი აცხადებენ, რომ ისლამური სახელმწიფო, როგორც ორგანიზაცია უკვე განადგურებულია და ამ ფაქტს მოსკოვის დამსახურებად მიიჩნევენ.
სერგეი ლავროვის თქმით, ISIS სირიის სამთავრობო ძალებმა რუსეთის მხარდაჭერით გაანადგურეს და ახალი ამოცანა ე.წ. მიძინებული ჯგუფების ლიკვიდაციაა.