პაატა ზაქარეიშვილმა, ეტყობა, სოხუმი და ცხინვალი უკვე დაიბრუნა, საგარეჯოელი ფერმერებისთვის რომ მოიცალა, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“დაიწყო. აბა, ჰე და, აბა, ჰო. საგარეჯოელებს, თურმე, უნდა აუხსნან, რა არის ევროინტეგრაცია და რა სიკეთეს მოუტანს ის ადგილობრივ ფერმერებს. ამ ერთი წლის მანძილზე სად იყავით, გახურებული არჩევნების დროს რომ ჩაებით საგანმანათლებლო საქმიანობაში?! პაატა ზაქარეიშვილმა, ეტყობა, სოხუმი და ცხინვალი უკვე დაიბრუნა, საგარეჯოელი ფერმერებისთვის რომ მოიცალა”, – წერს ირმა ინაშვილი.
კომენტარები