დიდი ბრიტანეთის დედოფალმა სოციალურ ქსელში ანგარიში გახსნა. 92 წლის მონარქმა ინსტაგრამზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა.
ელისაბედ მეორემ მეცნიერებათა მუზეუმში ვიზიტისას გადაღებული ფოტო გაავრცელა. მან სამეფო არქივში დაცული წერილი გამოაქვეყნა, რომელიც კომპიუტერის მათემატიკური მოდელის შემქმნელმა ჩარს ბაბაჯიმ პრინც ალბერტს მისწერა.
ელისაბედ მეორეს პირველი პოსტი ინსტაგრამზე პირველივე საათებში მილიონ 400 ათასამდე მომხმარებელმა მოიწონა.
კომენტარები