საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 1746 კვ. მ. ფართს გადასცემს, რომელიც პეტრიაშვილის 7 ნომერში მდებარეობს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით 11 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის.: სანაპიროს 4) გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე გაუძღვებიან. პრესკონფერენციას ცხინვალის თეატრის დასის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.პეტრიაშვილის 7 ნომერში მდებარე ფართი სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ მიმდინარე წელს გადასცა. უახლოეს მომავალში მომზადდება საპროექტო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მოხდება სივრცის რეკონსტრუქცია და ცხინვალის თეატრი სრულფასოვან ფუნქციონირებას შეძლებს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ცხინვალის თეატრს ახალ შენობას გადასცემს
2019/03/10 17:00:25
ნანახია: 662 ჯერ