ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში ორ მეჩეთში ცეცხლის გახსნის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას New Zealand Herald-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთი პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, უკვე დააკავა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს.
თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
კომენტარები