პრემიერის და ყველა ჩვენგანის მზაობაა, რომ მივცეთ საშუალება გამოძიებას იმუშაოს ობიექტურად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, პრემიერის და „ქართული ოცნების“ მზაობაა, რომ გამოძიებას მიეცეს საშუალება იმუშაოს ობიექტურად.
„დღევანდელ პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ ხვალ, მცხეთა-მთიანეთში წარსადგენ კანდიდატებზე. ხვალ დასახელდება ორი კანდიდატი. მათ შორის ვინსჯელებთ სხვა რეგიონების შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატებზე. გარდა ამისა განვიხილეთ საარჩევნო კამპანიის სტრატეგია. ასევე განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და გამოძიებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. ვგულისხმობ საქართველოს პრეზიდენტის და პაპუაშვილის განცხადებებს. პრემიერის და ყველა ჩვენგანის მზაობაა, რომ მივცეთ საშუალება გამოძიებას იმუშაოს ობიექტურად, მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადებები რატომღაც „ნაციონალური მოძრაობის“ სტილს ემთხვევა, გამოძიება მაინც ობიექტურად უნდა ჩატარდეს და ამის მზაობა ხელისუფლებას აქვს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.