“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) და “CRRC – საქართველო” დღეს მედიას ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს.
კვლევის ორგანიზატორების ინფორმაციით, კვლევის შედეგების პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“გაიმართება.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და ”CRRC–საქართველო” ატარებს.
კომენტარები