აღმოსავლეთ სირიაში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი ძალები, დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” უკანასკნელი ანკლავისგან გათავისუფლებას ცდილობენ. ოპერაცია საჰაერო იერიშებისა და საარტილერიო ცეცხლის თანხლებით მიმდინარეობს.
სირიის დემოკრატიული ძალების ინფორმაციით, ISIS-ის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ორ კილომეტრამდე შემცირდა. სამხედრო ოპერაციის დროს დაკავებულ ტერორისტების რიცხვი 520-მდე გაიზარდა, ხოლო ლიკვიდირებულია 1000-ზე მეტი ისლამისტი მებრძოლი.
კომენტარები