ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა სატელევიზიო მიმართვისას თქვა, რომ პრეზიდენტის პოსტის დატოვებას აპირებს.
“გადაწყვეტილება მივიღე, რაც ჩემთვის მარტივი არ ყოფილა, რომ გადავდგე პრეზიდენტის პოსტიდან.” თქვა მან.
ახალი პრეზიდენტის არჩევამდე მოვალეობას პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი კასიმ-ჯომარტ ტოკაევი შეასრულებს.
78 წლის ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უკვე 28 წელია მართავს.
ნაზარბაევი კვლავ დარჩება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ და სახალხო დემოკრატიული პარტია ნურ ოტანის ლიდერად, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას ფლობს.
კომენტარები