მერიკელმა ქალმა დაახლოებით შვიდკილოიანი ბავშვი გააჩინა. ამის შესახებ New york post-ი იუწყება. პატარა, სამყაროს რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ელმირის სამშობიაროში მოევლინა.
გოგოს, რომელსაც სახელად ჰარპერი დაარქვეს ანომალიური წონა აქვს. ახალშობილი 6,9 კილოს იწონის, სიგრძეში კი 59 სანტიმეტრია. ექიმებმა აღიარეს რომ მათ საავადმყოფოში მსგავსი ზომის ბავშვი არასოდეს დაბადებულა. მედიკოსების თქმით როგორც წესი, ახალშობილების წონა ორჯერ ნაკლებია. კომენტარი “გოლიათი” გოგოს დედამაც გააკეთა. მშობლის თქმით მშობიარობის დროს მას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ორმა სატვირთო მანქანამ გადაუვარა. ბავშვის დედას საკეისრო სამმა ექიმმა გაუკეთა, თუმცა სამშობიარო ტრავმების თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა.
იმედინიუსი
კომენტარები