უკრაინის შს მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გეგმები უკრაინაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 300 დოლარის ღირებულების პიარია.
მინისტრის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, ვინაიდან მას უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით.
„1-ელი აპრილისთვის 300 დოლარის ღირებულების პიარია. სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, მას უბრალოდ არ შეუშვებენ, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა“, – განაცხადა არსენ ავაკოვმა.
კომენტარები