„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, მთაწმინდის რაიონში სალომე ზურაბიშვილს მაჟორიტარობის კანდიდატი არ დაუპირისპიროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრს აქვს მოსაზრება, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი ინტელექტუალური მონაცემებით, განვლილი საქმიანობის ფართო სპექტრით კარგი იქნება, იყოს პარლამენტში. ამიტომ, გაჩნდა მოსაზრება, რომ კანდიდატი “ქართულმა ოცნებამ” არ დააყენოს მთაწმინდაზე, რასაც, პრინციპში, მეც ვეთანხმები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს“,– განაცხადა გია ვოლსკიმ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა დააკონკრეტა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იქნება წარდგენილი „ქართული ოცნებიდან“.
კომენტარები