„ნაციონალური მოძრაობა” არის ტერორისტული ორგანიზაცია, – ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ემზარ კვიციანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსს” განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა” არის ტერორისტული ორგანიზაცია. ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენი ტერორი, დაშინება და უბედურება ჩაატარეს საქართველოში. მე ვიცი, რომ უეჭველი შევდივარ პარლამენტში, ამას წინ არაფერი უდგას. როგორ შეიძლება, მე სადაც ვიქნები პარლამენტში, იქ „ნაციონალური მოძრაობა” შემოვიდეს. როგორ ფიქრობთ, მე მაგათ იქ შემოსვლას დავუშვებ? ყოველდღე იქნება ჩხუბი და უბედურება. ხალხი დამიდგება გვერდში. გამორიცხულია, მე „ნაციონალებს” პარლამენტში არ შემოვუშვებ”, – აცხადებს ემზარ კვიციანი.
კომენტარები