თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ანკარაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. სტამბოლში კი მმართველმა პარტიამ მცირედით შეძლო გამარჯვების მოპოვება, ვინაიდან მან ამომრჩეველთა 48,71 პროცენტი მოიპოვა, ოპოზიციურმა პარტიამ კი 48,65%.
შიშობდნენ, რომ სტამბოლშიც ოპოზიცია გაიმარჯვებდა. თუმცა, მმართველი პარტიის ამ გამარჯვების არ სჯერა ოპოზიციის კანდიდატ ეკრემ იმამოღლუს. მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ სტამბოლში მან გაიმარჯვა.
როგორც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, ის ხარვეზები, რაც მთავრობას აქვს, გამოსწორდება. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება 57 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა. ამომრჩევლებმა მერები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აირჩიეს.
კომენტარები