სამხრეთ კორეაში ტყეში გაჩენილ ძლიერ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ცეცხლმა 300-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიას სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები. დაზარალებული რეგიონებიდან 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. მასშტაბურ სამაშველო ოპერაციაში 13 000-ზე მეტი მეხანძრე და 77 ვერტმფრენია ჩართული.
კომენტარები