დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ევროკავშირს ” ბრექსითის” გადადება კვლავ სთხოვა – ამჯერად, 30 ივნისამდე.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია პრემიერმინისტრის მიერ გაგზავნილ წერილში ევროსაბჭოს წარმომადგენლის, დონალდ ტუსკის მიმართ.
“ბრიტანეთის ხელისუფლება გთავაზობთ, რომ ეს პერიოდი 2019 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდეს”, – ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ, რამდენიმე დღის წინ, ჟან-კლოდ იუნკერმა დიდი ბრიტანეთი გააფრთხილა, რომ ვადის გადაწევა მეტჯერ აღარ მოხდებოდა. “12 აპრილი თემთა პალატისთვის უკანასკნელი ვადაა, დაამტკიცოს შეთანხმება კავშირიდან გამოსვლის შესახებ. თუკი ეს არ მოხდება იმ დროისთვის, მაშინ ვადის გადაწევა მეტჯერ არ მოხდება”,- აცხადებს ჟან-კლოდ იუნკერი.
კომენტარები