შეერთებულმა შტატებმა ჰააგის სასამართლოს პროკურორს ვიზა გაუუქმა. გადაწყვეტილება უკავშირდება გამოძიებას, რომელსაც ფატუ ბენსუდა ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ აწარმოებს, საუბარია სავარაუდო ომის დანაშაულზე ავღანეთში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2016 წლის ანგარიშის თანახმად, არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროები საიდუმლო ციხეებში წამების პრაქტიკას იყენებდნენ.
მაიკ პომპეოს განცხადებით, არ არის გამორიცხული ვიზების გაუქმების გარდა გამოძიებაში ჩართულ პირებს ეკონომიკური სანქციებიც დაუწესონ.
კომენტარები