ბრაზილიაში ბორნის შეჯახების შედეგად ხიდი ჩაინგრა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, პარას რეგიონში მოხდა. ბორანი ხიდის ერთ-ერთ ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც კონსტრუქციის 200 მეტრიანი მონაკვეთი ჩაინგრა. მდინარეში ჩავარდა ხიდზე მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილიც. დაშავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია, სამაშველო ოპერაციაში მყვინთავები მონაწილეობენ. მათ ეკიპაჟის ხუთივე წევრი გადაარჩინეს. მომხდარის შემდეგ გუბერნატორმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
კომენტარები