ამერიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო საკითხებში დევიდ მელპასი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად აირჩიეს. მელპასი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.
უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში დევიდ მელპასი უხელმძღვანელებს მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყველა ორგანიზაციას, მათ შორის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მელპასის კანდიდატურა 6 თებერვალს მას შემდეგ წარადგინა, რაც 1 თებერვალს ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯიმ იენ კიმმა თანამდებობა დატოვა.
კომენტარები