ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის მეცხრე წლისთავზე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა. უწყების ექსპერტებმა დაადასტურეს ვერსია, რომ სმოლენსკში პოლონეთის პრეზიდენტის ლაინერი ააფეთქეს.
რამდენიმე თვით ადრე კი ანალოგიური დასკვნა პოლონეთის სამთავრობო საგამოძიებო კომისიამ გამოიტანა. მისი თავმჯდომარის ანტონ მაცერევიჩისგანცხადებით, თვითმფრინავის ასაფეთქებლად ტროტილი გამოიყენეს, თუმცა მისი ფორმულა დადგენილი არ არის.
პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი “ტუ 154” სმოლენსკში 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა. ტრაგედიას ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები