დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და ნიკა მელიამ ასევე, აჭარაში პარტიის სიის პირველმა ნომერმა, ლევან ვარშალომიძემ ხელვაჩაურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
საქართველოს პარლანეტში ხელვაჩაურიდან კენჭს იყრის მიშა ბოლქვაძე, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად ქენან კახიძე იბრძოლებს.
წარდგენის ღონისძიებაზე პარტიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნეს და არსებული პრობლემების გადაჭრას დაჰპირდნენ.
კომენტარები