ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთს ნავთობსადენების გადაკეტვით ემუქრება. მიზეზი მოსკოვის მიერ ბელარუსული პროდუქტის იმპორტზე დაწესებული მორიგი შეზღუდვები გახდა. „Рос-сельхоз-надзор“-მა ვეტერინარული და სანიტარული ნორმების დარღვევის საბაბით სამი ბელარუსული კომპანიის პროდუქტის შეტანა აკრძალა.
ლუკაშენკომ ეს გადაწყვეტილება სანქციებთან გააიგივა და ვიცე პრემიერს საჭიროების შემთხვევაში ბელარუსის ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენების გარემონტება დაავალა.
ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთში იმდენად გათავხედდნენ, რომ ბელარუსიისთვის ხელის გადაგრეხვა დაიწყეს.
კომენტარები