საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგს გამართავს. მთავრობის მეთაურის ბრიფინგი 17:00 საათზე დაინიშნა.
ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რა თემაზე გააკეთებს პრემიერი განცხადებას, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, არ არის გამორიცხული გიორგი კვირიკაშვილმა თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის შემცვლელები დაასახელოს.
როგორც ცნობილია, თავდაცვის მინისტრმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანამდებობები ოფიციალურად დღეს დატოვეს.
კომენტარები