ლევან იზორია, თეორიული მომზადებით, ერუდიციით იქნება მინისტრი, რომელსაც ექნება საშუალება დასავლეთში ყველა კარი გააღოს, – ასე ეხმიანება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას დანიშვნას.
”ლევან იზორია, თეორიული მომზადებით, ერუდიციით იქნება მინისტრი, რომელსაც ექნება საშუალება დასავლეთში ყველა კარი გააღოს. იზორია იყო საკმაოდ წარმატებული რექტორი პოლიციის აკადემიაში, წარმატებული მინისტრის მოადგილე და დღემდე ერთადერთი კაცი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელსაც რაღაც გამოცდილება მაინც გააჩნდა. მე ვფიქრობ, ის იქნება კარგი თავდაცვის მინისტრი, თუმცა შესაძლოა მისი მინისტრად გადასვლა სახიფათო იყოს, თუ კი სუს-ში მისი ღირსეული შემცვლელი არ მოიძებნება ”,-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
კომენტარები