საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს თავდაცვის ძალებს დაარსებიდან 28 წელს ულოცავს.
„შეერთებული შტატები ამაყია თავისი სამხედრო პარტნიორით და მიესალმება საქართველოს სამსახურში მყოფ ყველა ადამიანს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში.
30 აპრილი ქართული არმიის დღეა. საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა.
კომენტარები