საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების 8 წარმომადგენელს გენერალ-ლეიტენანტის, გენერალ-მაიორისა და გენერლის წოდებები მიანიჭა.
პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველ მოადგილეს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას მიენიჭა ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება;
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას გენერალ-ლეიტენანტის უმაღლესი სამხედრო წოდება;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს – გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალს ზაზა ჩხაიძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალს შალვა ჯაბახიძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსს, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, თავდაცვის პოლკოვნიკს აბესალომ მანჯავიძეს თავდაცვის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორს, პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალს, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება;