მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ ფლორიდაში ნაყიდი ბინების შესახებ კითხვაზე პასუხს თავს არიდებს.
POSTV-ის ჟურნალისტი შეეცადა „სკაიპ“-ჩართვით საკუთარ მომხრეებთან მოსაუბრე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის დაესვა შეკითხვა სავარაუდოდ ფლორიდაში ნაყიდი ბინების თაობაზე.
სააკაშვილმაც კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ როცა მას საქართველოში დააბრუნებენ მაშინ მისცემს ვრცელ ინტერვიუს.
კითხვამ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიების ლიდერთა გაღიზიანება გამოიწვია.
კომენტარები

