თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავარია, ოფიცრებს, ჯარისკაცებს შეექმნათ ღირსეული საქმიანობის პირობები.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გენშტაბის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, ჯარისკაცის დამოუკიდებლობა პოლიტიკისგან ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი იქნება.
„სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გამოვხატე მაქსიმალური მხარდაჭერა, როგორც ჩემი, ისე პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება პროფესიული ნიშნით, სამხედროების, ოფიცრების, ჯარისკაცების მიუკერძოებლობა, ნეიტრალობა და პოლიტიკური ჩაურევლობის პრინციპი. იყო გარკვეული სპეკულაციები, რომ იზორიას დანიშვნამ შეიძლება, ეს მიუკერძოებლობა დაარღვიოს. გენშტაბის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ჯარისკაცის დამოუკიდებლობა პოლიტიკისგან ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი იქნება. მთავარია, ჩვენს ოფიცრებს, ჯარისკაცს შევუქმნათ საქმიანობის ღირსეული პირობები. პირობები იმისთვის, რომ მისი სარისკო სამსახური, თითეული ჩვენგანისა და მინისტრის მიერ არის დაფასებული, რომ ის იღებს მაქსიმალურად პირობებს სახელმწიფოსგან, იქნება ეს კვებაში, სამხედრო ფორმაში, თუ დისციპლინის კონტროლში გამოხატული. ეს არის ჩემი პრინციპი – ჯარისკაცმა იგრძნოს ღირსეული ქვეყნის სამსახურში თავი, ქვეყნისა, რომელიც საქმიანობას უფასებს“,– განცხადა ლევან იზორიამ.
მინისტრმა მიმართა ჟურნალისტებსაც და აღნიშნა, რომ მათი აქტიურობის იმედიც აქვს.
„დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობა აუცილებელია, მათ შორის საჯარისო ნაწილების, რა თქმა უნდა, გარკვეულ ფარგლებში. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ჩემთან ერთად, დამოუკიდებლადაც, რომ ამ ყველაფერს, რომ რასაც ახლა ვამბობთ და ვპირდებით, მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ “,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.