საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, ქეთევან თვალჭრელიძე სოციალურ ქსელში ზურაბ ადეიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით დავით ზურაბიშვილის სტატუსს ეხმაურება.
„ბატონო დავით, ზუსტად „ნაცების“ მესიჯბოქსში ხართ. თქვენ პიჯაკების საქმეს არქმევთ მიხეილ სააკაშვილის ნაქნარს, ხოლო ბაჩო ახალაია „ვაშლის გათლაზე“ ზის ციხეშიო, ამბობთ…
არადა, სინამდვილეში, ბაჩო ახალაია დამნაშავედ არის ცნობილი და სასჯელს იხდის:
გირგვლიანის, ციხის ბუნტის, ნავთლუხის სპეცოპერაციის, სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის და სხვათა წამების საქმეებზე.
ბატონო დავით, მიპასუხეთ – ხალხის წამება და მკვლელობა „ვაშლის გათლა“ როდიდან გახდა???
ხოლო მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი 2 საქმეზე:
1. გირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარებასა და ციხიდან გამოშვებაზე.
2. პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის დაკვეთასა და უმოწყალოდ ცემაზე.
ხოლო სასამართლო განაჩენის გამოტანას ელოდება კიდევ ორ საქმეზე:
3. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი სახსრებიდან 8 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვა.
4. „იმედის“ დარბევას და სიტყვის თავისუფლების გაქრობას ამ ქვეყანაში.
სამარცხვინოა თქვენგან მსგავსი პოსტები.
მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენი დედაპარტიის ლიდერები, რუსეთისთვის ჯაშუშობაში დაადანაშაულეს ამ ჯალათებმა (ძმები ბერძენიშვილები 2007 წელს). ნუ აფურთხებთ სულში იმ ხალხს, ვინც იმ ბოროტებასთან ბრძოლას თავი შესწირა. ბოროტებასთან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას, ზურა ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილის, გიგა ბოკერიას და სხვათა რეჟიმი ჰქვია“,- წერს თვალჭრელიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
აქვე გთავაზობთ დავით ზურაბიშვილის პოსტსაც:
“ბატონო დავით, ნუ აფურთხებთ სულში იმ ხალხს, ვინც იმ ბოროტებასთან ბრძოლას თავი შესწირა”
2019/06/05 19:58:05
კომენტარები
ნანახია: 1416 ჯერ